დეზინფორმაცია არის ცნება, რომელიც მზარდი ყურადღებითა და პოპულარობით სარგებლობს და ის ს მცდარი ინფორმაციის გამიზნულად გავრცელებას გულისხობს. ის შეგნებულად და მიზანმიმართულად იქმნება, რა დროსაც მისი სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკის მხედველობაში მიღება ხდება.
ეს ცნება დასავლურ კულტურულ სივრცეში რუსული KGB-ს გავლენის ოპერაციების მემკვიდრეობიდან, კერძოდ სიტყვა «дезинформация»-დან შემოვიდა, რომელიც პირველად 1920-იან წლებში გამოჩნდა.
სიტყვა „დეზინფორმაციის“ წყვილი ტერმინია „მცდარი ინფორმაცია“, რომელიც არასწორი ინფორმაციის განზრახვის გარეშე გავრცელებას გულისხმობს.
მცდარი ინფორმაცია უცოდინრობის, უყურადღებობის ან დაუდევრობის გამო ხდება.